საჯარო ლექცია სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ
IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის, ვისაც აინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები და სურს გაეცნოს სახელმწიფო მმართველობის მნიშვნელოვან საკითხებს, პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში SANGU, 7 აპრილს, 16:00 საათზე, მასპინძლობს საჯარო ლექციას თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოება.
ლექტორი: პროფესორი თორნიკე შურღულაია; საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
ლექცია მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა
- ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება
- ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა
- პოლიტიკური და საგარეო უსაფრთხოება
- საერთაშორისო ურთიერთობების მართვა
მონაწილეები გაიგებენ, როგორ ფუნქციონირებს თანამედროვე სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემები და როგორია ამ სფეროში კარიერული განვითარების პერსპექტივები.
ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს მომავალში გახდეს დიპლომატი, უსაფრთხოების ანალიტიკოსი ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები პერსონალისათვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
