სლოვაკეთის სასტიპენდიო პროგრამა 2025-2026 სასწავლო წლისთვის
სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ გამოაცხადა მიღება ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლისათვის.სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ გამოაცხადა მიღება ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლისათვის.
განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, მკვლევრებსა და ხელოვანებს. ამასთან, სტუდენტებსა და დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსების მოთხოვნაზე. უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.scholarships.sk.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტებს (სტუდენტებსა და დოქტორანტებს), შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს, სილვია ლიპოვსკას (ელ-ფოსტა: nsp-foreign2@saia.sk), ხოლო უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს - სტიპენდიათა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ონდრეი არადსკის (ელ-ფოსტა: nspforeign@saia.sk).
დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდებზე: www.scholarships.sk
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას
ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის...
აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მი...
