შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან
დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, 2025 წლის 7 აპრილს, 12:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, 2025 წლის 7 აპრილს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფუნქციონირებს 2020 წლის პირველი იანვრიდან. მისი მთავარი მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება და ცირკულარული შრომითი მიგრაციის მხარდაჭერა. სააგენტო ემსახურება შემდეგ სამიზნე ჯგუფებს: სამუშაოს მაძიებლებს, პოტენციურ შრომით მიგრანტებსა და დამსაქმებლებს.
შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სააგენტოს სერვისების შესახებ, მათ შორის:
- ვაკანსიების მოძიების შესაძლებლობები
- დამსაქმებლებთან ურთიერთობა
- სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამები
- პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაძლებლობები
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
დარეგისტრირდი აქ
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას
ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის...
აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მი...
