ტრენინგი ონლაინ სწავლების თემაზე
ტრენინგი ონლაინ სწავლების თემაზე
2025 წლის 26 ივნისს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებოდნენ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სანგუს აკადემიურმა პერსონალმა და ის მიზნად ისახავდა დისტანციური და ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკების გაზიარებას.
ინგლისურენოვანი ტრენიგი ჩაატარეს: პროფესორმა მორინ დოილმა, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტიდან და პროფესორმა ტრაიან მარიუს ტრუტამ, კომპიუტერული ანალიტიკის სკოლისა და კვლევითი მიმართულებების დირექტორმა (School of Computing and Analytics, NKU).
ტრენინგის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ თემებს:
- დისტანციური და ონლაინ სწავლების ძირითადი მიდგომები და წარმატებული პრაქტიკები
- ციფრული ინსტრუმენტები სინქრონული და ასინქრონული სწავლისთვის
- ინკლუზიური, სტუდენტზე ორიენტირებული პედაგოგიკა ვირტუალურ გარემოში
- ონლაინ შეფასება, უკუკავშირი და აკადემიური კეთილსინდისიერება
ღონისძიება წარმოადგენდა პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებულ ინიციატივას და სანგუს აკადემიური განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა მაგისტრანტებთან სამაგისტრო ნაშრომის მომზადების საკითხებზე
მაგისტრანტებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სამაგისტრო კვლევის დაგეგმვის, ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მოთხოვნები და პრაქტიკული რეკომენდაციები განიხილ...
დაჩი მხეიძე სტუდენტური მობილობით ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფება
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
