ჭკვიანი ქალაქების საერთაშორისო კონფერენცია: Leading for the People, Accelerating with the Digital
2025 წლის 3-5 დეკემბერს ქ. ბუქარესტში გაიმართება ჭკვიანი ქალაქების საერთაშორისო კონფერენცია (SCIC) სახელწოდებით „Leading for the People, Accelerating with the Digital"ჭკვიანი ქალაქების საერთაშორისო კონფერენცია „Leading for the People, Accelerating with the Digital"
2025 წლის 3-5 დეკემბერს ქ. ბუქარესტში (რუმინეთი) პოლიტიკურ მეცნიერებათა და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული უნივერსიტეტის (SNSPA) ორგანიზებით, გაიმართება ჭკვიანი ქალაქების საერთაშორისო კონფერენცია (SCIC) სახელწოდებით „Leading for the People, Accelerating with the Digital".
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, პოლიტიკის ექსპერტებს, მკვლევარებს, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე საჯარო სამსახურში დასაქმებულ ექსპერტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მომუშავე პირებს.
კონფერენციის ფარგლებში დისკუსია ძირითადად ფოკუსირებული იქნება ციფრული რეფორმების გრძელვადიან კვლევებზე, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე. ასევე, კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება ე.წ. დოქტორანტთა სამუშაო შეხვედრა (Doctoral Workshop), რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა გააჩნიათ ზემოაღნიშნული სფეროს PhD ხარისხის მქონე პირებს.
ამავე ფორმატში გაიმართება უფროსი მკვლევარების ლექციები კომუნიკაციის უნარებისა და კვლევითი ინსტრუმენტების თაობაზე. ასევე, გათვალისწინებულია საუკეთესო ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოება. შერჩევის კრიტერიუმებია: თემის ორიგინალურობა, ზუსტი და ინოვაციური კვლევითი დიზაინი, მოსალოდნელი შედეგების პოლიტიკური გავლენა.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://smart-edu-hub.eu/scic13
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას
ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის...
აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მი...
