SANGU-სა და Silknet-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი 2025
დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, SANGU-სა და საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია Silknet-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
SANGU-სა და Silknet-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, SANGU-სა და საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია Silknet-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს:
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას;
თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან განათლების სფეროს უფრო მჭიდრო დაკავშირებას;
ინოვაციური და პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობას;
კერძო და აკადემიურ სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ ძირითად მიმართულებებზე:
საგანმანათლებლო აქტივობები: ერთობლივი ტრენინგების, სემინარების, ვორქშოფებისა და პანელური დისკუსიების ორგანიზება, რომელიც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას უფრო პრაქტიკული ცოდნა და უნარები შეიძინონ.
ინოვაციური ინიციატივები: კონკურსების, ჰაკათონების, იდეათონებისა და მასტერკლასების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას და მათი კრეატიული პოტენციალის განვითარებას.
დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა: Silknet აქტიურად მიიღებს მონაწილეობას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში და შესთავაზებს სტუდენტებს სტაჟირების პროგრამებს, რაც გაზრდის მათ შანსებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული გამოცდილების მიღებაზე.
რეკრუტინგის მხარდაჭერა: კომპანიის მხრიდან ახალი კადრების საჭიროების შემთხვევაში, SANGU უზრუნველყოფს შესაბამისი პოტენციური კანდიდატების შერჩევასა და რეკომენდაციას.
ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება: მხარეები ითანამშრომლებენ სასწავლო პროგრამების სრულყოფის მიზნით, რათა ისინი მაქსიმალურად დაუახლოვდეს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და გაზარდოს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...