აღმოაჩინე შენი პროფესია - სამართალი
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ XI–XII კლასის მოსწავლეებს იწვევს საგანმანათლებლო პროექტ „იმიტირებული სასამართლო პროცესში“ მონაწილეობის მისაღებად.
„აღმოაჩინე შენი პროფესია – სამართალი“
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ XI–XII კლასის მოსწავლეებს იწვევს საგანმანათლებლო პროექტ „იმიტირებული სასამართლო პროცესში“ მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მიზანია, მონაწილეებმა უკეთ გაიგონ იურისტის პროფესიის არსი, გაეცნონ სამოქალაქო სამართლის სისტემას, სასამართლო პროცესის სტრუქტურასა და პრინციპებს, ასევე პრაქტიკულად გამოცადონ საკუთარი თავი რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.
შეხვედრების თემატიკა
- სამოქალაქო დავის არსი და მიზანი;
- სამოქალაქო საპროცესო სამართლის ძირითადი პრინციპები;
- სარჩელი, შესაგებელი, მტკიცების ტვირთი და მტკიცებულებები;
- მოსამართლისა და მხარეების როლი პროცესში.
ღონისძიების ფორმატი და თარიღები
- 20 და 24 ნოემბერი, 16:00 საათი – მოსამზადებელი ტრენინგები;
- 27 ნოემბერი, 16:00 საათი – კაზუსისა და საქმის მასალების გაცნობა;
- 4 დეკემბერი, 16:00 საათი – იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარება წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU).
ტრენინგების ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1-1.5 საათს. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დამატებითი ინფორმაცია
- მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა;
- რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/XwSqm9Bv3af7MbsKA.
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები პერსონალისათვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
09 ნოემბერი 2026
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
09 ნოემბერი 2026
შენი პროფესიული ბრენდი, როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ?
5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის შექმნის შესახებ შეხვედრა გაიმართება.
02 ნოემბერი 2026
