სისხლის სამართლის მიმართულებით იმიტირებული პროცესები SANGU-ში უფროსკლასელებისთვის
„აღმოაჩინე შენი პროფესია“ - სისხლის სამართლის მიმართულება: პირველი შეხვედრა და მომდევნო ეტაპები

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა სისხლის სამართლის მიმართულებით დაინტერესებული XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დაიწყეს იმიტირებული პროცესებისთვის მოსამზადებელი ეტაპი და გაეცნენ სისხლის სამართლის სფეროს ძირითად საკითხებს, მათ შორის ბრალდებულის უფლებებს, საქმის წარმოებისა და გამოძიების ზოგად პრინციპებს. შეხვედრა ორიენტირებული იყო პრაქტიკულ ჩართულობაზე და მოსწავლეებისთვის სამართლის სფეროს სპეციფიკის უკეთ გააზრებაზე.
პროექტი გრძელდება და მოიცავს მომდევნო შეხვედრებს:
- 12 თებერვალი, 16:00 საათი - მოსამზადებელი ტრენინგი
- 16 თებერვალი, 16:00 საათი - საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მასალების გაცნობა
- 20 თებერვალი, 16:00 საათი - იმიტირებული პროცესის ჩატარება სპეციალურად განკუთვნილ დარბაზში
პროექტის მიზანია, უფროსკლასელებმა პრაქტიკული გამოცდილების გზით უკეთ გაიგონ სისხლის სამართლის პროცესების მიმდინარეობა და რეალურ პროფესიულ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების შესახებ
5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...
