დაიწყო პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“
24 თებერვალი 2026
პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ პირველი შეხვედრა თემაზე „ბიზნეს ქეისები, მარკეტინგი და მედიის როლი“. შეხვედრას უძღვებოდა გიორგი ისაკაძე, BMG-ის ავტორი და გენერალური პროდიუსერი.
დაიწყო პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“
23 თებერვალს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ პირველი შეხვედრა თემაზე „ბიზნეს ქეისები, მარკეტინგი და მედიის როლი“.
შეხვედრას უძღვებოდა გიორგი ისაკაძე, BMG-ის ავტორი და გენერალური პროდიუსერი. მოსწავლეებმა მოისმინეს რეალური ბიზნეს ქეისები, იმსჯელეს მარკეტინგის თანამედროვე ტენდენციებზე და მედიის როლზე ეკონომიკაში. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში.
პროექტი გრძელდება და მომდევნო შეხვედრები დაგეგმილია შემდეგ თემებზე:
24 თებერვალი, 2026 - „ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში“
25 თებერვალი, 2026 - „როგორ ვაკეთოთ წარმატებული ბიზნესი“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...