სანგუში ვახტანგ ბუცხრიკიძის საჯარო ლექცია გაიმართა
05 მაისი 2026
სანგუში გაიმართა თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის საჯარო ლექცია პროფესიული არჩევანისა და კარიერული განვითარების შესახებ.
4 მაისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
ლექციის ფარგლებში მან ისაუბრა პროფესიული არჩევანისა და კარიერული განვითარების შესახებ, ამ გზაზე არსებულ მთავარ მოტივაციასა და გამოწვევებზე, ასევე თიბისი ჯგუფის განვითარების ისტორიაზე.
შეხვედრა საინტერესო იყო სტუდენტებისთვის, რადგან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ წარმატებული ლიდერის გამოცდილება, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები კარიერული განვითარების გზაზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...