აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“


2026 წლის 19 ივნისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ენების ცენტრის ინიციატივით, გაიმართა აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა წარადგინეს მოკლე პრეზენტაციები და მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიაში, რომლის დროსაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტის როლი, შესაძლებლობები და გამოწვევები თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში.
ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება, ასევე აქტუალური საკითხების აკადემიური დისკუსიის ფორმატში განხილვის ხელშეწყობა.
ღონისძიებამ საფუძველი ჩაუყარა სტუდენტური აკადემიური დისკუსიებისა და საჯარო გამოსვლების ახალ ციკლს, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და სტუდენტებს აქტუალური საკითხების აკადემიურ ფორმატში განხილვის დამატებით შესაძლებლობებს შესთავაზებს.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების შესახებ
5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...
