შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან
13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენელთან.13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან McDonald’s Georgia-ში არსებულ დასაქმების შესაძლებლობებს, მათ შორის სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო პირობებს, მოქნილ გრაფიკს, ანაზღაურებას, ბენეფიტებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება დასაქმების პროცესთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები:
როგორ მოემზადოთ გასაუბრებისთვის;
როგორ წარმოაჩინოთ საკუთარი ძლიერი მხარეები;
რას მიაქციოთ ყურადღება რეზიუმეს მომზადებისას;
რა უნდა გაითვალისწინოთ პირველი ინტერვიუს დროს.
შეხვედრის მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს პრაქტიკული ინფორმაცია როგორც McDonald’s Georgia-ში დასაქმების შესაძლებლობების, ისე ზოგადად კარიერული დაგეგმვისა და სამუშაოს ძიების პროცესის შესახებ.
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია.
მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
გამოცხადდა ფულბრაიტის პროგრამა მკვლევარებისთვის!
აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს ფულბრაიტის პროგრამებს მკვლევარებისა და სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
