გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

SANGU-ს პროფესორების სამუშაო ვიზიტი Università Mercatorum-ში

20 ოქტომბერი 2026

Erasmus+ Staff Training Mobility-ის ფარგლებში SANGU-ს სამი პროფესორი, სამართლის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებიდან, ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით რომის Università Mercatorum-ს ეწვია.
SANGU-ს პროფესორების სამუშაო ვიზიტი Università Mercatorum-ში

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერას. 2026 წლის 12-17 ოქტომბერს, Erasmus+ Staff Training Mobility-ის ფარგლებში უნივერსიტეტის სამი პროფესორი, სამართლის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა (IT) და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებიდან, ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით პარტნიორ რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს (Università Mercatorum) ეწვია.

მერკატორუმის უნივერსიტეტი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი თანამედროვე ციფრული და ონლაინ უნივერსიტეტი იტალიაში. შესაბამისად, მობილობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს უნივერსიტეტის მუშაობის ინოვაციური პრინციპებისა და კონცეფციის სიღრმისეული გაცნობა, განსაკუთრებით ელექტრონული სწავლების, ციფრული ადმინისტრირებისა და აკადემიური პროცესების ტექნოლოგიური მართვის მიმართულებით.

ვიზიტი ასევე ითვალისწინებს იტალიელ კოლეგებთან ერთად იურიდიული და ტექნოლოგიური განათლების სფეროში ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკული მეთოდების შესწავლას. პროფესორებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკას, გაიზიარონ ცოდნა და მიიღონ მნიშვნელოვანი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება.

აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

შეხვედრა პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების შესახებ

შეხვედრა პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების შესახებ

5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში

ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში

28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა