იუნესკოს საგრანტო კონკურსი მდგრადი განვითარების ინიციატივებისთვის
იუნესკო აცხადებს საგრანტო კონკურსს მდგრადი განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო ინიციატივებისთვის.
იუნესკოს მიერ გამოცხადებულია მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მეცნიერებათა საერთაშორისო დეკადის (IDSSD) ფარგლებში ინიციატივების წარდგენის მეოთხე საგრანტო კონკურსი.
კონკურსი მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების გამოწვევების გადასაჭრელად სამეცნიერო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე ორიენტირებული ინიციატივების გამოვლენასა და მხარდაჭერას.
ინიციატივები შეიძლება ეფუძნებოდეს საბუნებისმეტყველო, ჯანდაცვის, სოციალურ, ჰუმანიტარულ და გამოყენებით მეცნიერებებს, აგრეთვე, შესაბამის შემთხვევებში, მკვიდრი მოსახლეობისა და ადგილობრივი ცოდნის სისტემებს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტები.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი, 2026
განაცხადის წარდგენა: IDSSD-ის პლატფორმა
მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის
19 ნოემბერს, 17:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი „სამაგისტრო ნაშრომი: კვლევის დაგეგმვიდან საჯარო დაცვამდე...
12 ნოემბერი 2026
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
09 ნოემბერი 2026
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
09 ნოემბერი 2026
