გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

შეხვედრა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან

20 ოქტომბერი 2026

21 ოქტომბერს SANGU-ს სტუდენტები საქართველოს სტუდენტური პარლამენტის საქმიანობასა და ახალგაზრდულ შესაძლებლობებს გაეცნობიან.

21 ოქტომბერს, 15:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ორგანიზაციის საქმიანობას, ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებსა და არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს.

საქართველოს სტუდენტური პარლამენტი 2016 წლიდან საქმიანობს ახალგაზრდების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. ორგანიზაციის ინიციატივები მოიცავს ლექციებს, ლიდერთა სკოლებს, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს, საჯარო შეხვედრებს, სახელმწიფო სტრუქტურების მოდელირებასა და სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტს.

შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობის, სტუდენტური პროექტებისა და სამომავლო აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ.

თარიღი: 21 ოქტომბერი
დრო: 15:00 საათი
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის

Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის

Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის

ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
შენი პროფესიული ბრენდი: როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ

შენი პროფესიული ბრენდი: როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ

5 ნოემბერს სტუდენტები პროფესიული ბრენდის შექმნისა და კარიერული პოზიციონირების პრაქტიკულ გზებს გაეცნობიან.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა