საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის
19 ნოემბერს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება მაგისტრანტებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი „სამაგისტრო ნაშრომი: კვლევის დაგეგმვიდან საჯარო დაცვამდე“.
სემინარის მიზანია მაგისტრანტების გაცნობა უნივერსიტეტში მოქმედ წესებსა და მოთხოვნებთან, რომლებიც ეხება სამაგისტრო ნაშრომის მომზადებას, წარდგენასა და საჯარო დაცვას.
შეხვედრაზე განხილული იქნება:
- სამაგისტრო ნაშრომის თემისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის დამტკიცების პროცედურები;
- ნაშრომზე მუშაობის ძირითადი ეტაპები და ვადები;
- ნაშრომის სავალდებულო სტრუქტურა და გაფორმების მოთხოვნები;
- აკადემიური წყაროების დამოწმების წესები;
- კვლევის მიზნის, საკვლევი კითხვების, ჰიპოთეზისა და შესაბამისი კვლევის მეთოდების განსაზღვრა;
- ნაშრომის რეცენზირების, საჯარო დაცვისა და შეფასების პროცედურები.
სემინარი მაგისტრანტებს დაეხმარება უნივერსიტეტის მოთხოვნების სწორად გააზრებაში, სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის ეფექტიანად დაგეგმვასა და წარმატებული საჯარო დაცვისთვის საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებაში.
თარიღი: 19 ნოემბერი, ხუთშაბათი
დრო: 17:00
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი (I კორპ. IV სართ.)
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
