„მე ექსპერიმენტატორი“ - რეგისტრაცია VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის
2026 წლის 1 დეკემბრიდან წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აგრძელებს პროექტს „მე ექსპერიმენტატორი“ და საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს ფიზიკის სამყაროში სამოგზაუროდ იწვევს.
პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, განსაკუთრებით კი ფიზიკის პოპულარიზაციას და სრულად ფინანსდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მიერ.
უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიაში მოსწავლეები გაეცნობიან ექსპერიმენტებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფიზიკის განვითარებაში. მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავადაც ჩაატარონ მარტივი ცდები, დააკვირდნენ მოვლენებს და შეაფასონ მიღებული შედეგები.
რას მოიცავს ვიზიტი?
- უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიის მონახულებას;
- უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ სადემონსტრაციო ექსპერიმენტებს;
- კვლევით ექსპერიმენტებში მონაწილეობას;
- უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობას;
- გამასპინძლებას უნივერსიტეტის კაფეტერიაში.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს.
თითოეულ ჯგუფში შეიძლება 10-20 მოსწავლე.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
როდის ტარდება ვიზიტები?
ვიზიტები გაიმართება 2026 წლის 1 დეკემბრიდან 2027 წლის 30 მაისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 15:00 საათზე.
როგორ ხდება რეგისტრაცია?
პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ სკოლის მიერ განხორციელებული ჯგუფური რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის წარმომადგენელი, რომელიც მიუთითებს მონაწილე მოსწავლეების რაოდენობას და ირჩევს სასურველ ვიზიტის დღეს.
სარეგისტრაციო ბმული.
აღმოაჩინე ფიზიკა ექსპერიმენტებით - გახდი პროექტის „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილე.
მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის
19 ნოემბერს, 17:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი „სამაგისტრო ნაშრომი: კვლევის დაგეგმვიდან საჯარო დაცვამდე...
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
