საინფორმაციო შეხვედრა სადოქტორო სწავლებისა და დისერტაციის მომზადების შესახებ
25 ნოემბერს წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა დოქტორანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სამსახურის წარმომადგენლებმა დოქტორანტებს სადოქტორო სწავლების გზამკვლევი გააცნეს და განუმარტეს, რა მოთხოვნები და პროცედურები უნდა გაითვალისწინონ პროგრამაზე ჩარიცხვიდან დისერტაციის დაცვამდე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სადისერტაციო ნაშრომის ფორმატს, სტრუქტურასა და მისი მომზადებისთვის უნივერსიტეტში დადგენილ აკადემიურ სტანდარტებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს დოქტორანტთა სასწავლო და კვლევითი ვალდებულებები და აკადემიური თუ ადმინისტრაციული მხარდაჭერა, რომლითაც დოქტორანტებს სწავლის სხვადასხვა ეტაპზე შეუძლიათ ისარგებლონ.
უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს დოქტორანტებისთვის საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს პროგრამის მოთხოვნების უკეთ გააზრებასა და კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა მაგისტრანტებთან სამაგისტრო ნაშრომის მომზადების საკითხებზე
მაგისტრანტებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სამაგისტრო კვლევის დაგეგმვის, ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მოთხოვნები და პრაქტიკული რეკომენდაციები განიხილ...
დაჩი მხეიძე სტუდენტური მობილობით ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფება
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
