გამოქვეყნდა ვალერი მოდებაძის წიგნი "უსაფრთხოების გამოწვევები გლობალიზებულ სამყაროში"
06 მარტი 2019
ცნობილი გერმანული გამომცემლობის (Lambert Academic Publishig) „ლამბერტ აკადემიკ პაბლიშინგის” დაფინანსებით გამოქვეყნდა ვალერი მოდებაძის წიგნი
ცნობილი გერმანული გამომცემლობის (Lambert Academic Publishig) „ლამბერტ აკადემიკ პაბლიშინგის” დაფინანსებით გამოქვეყნდა ვალერი მოდებაძის წიგნი „უსაფრთხოების გამოწვევები გლობალიზებულ სამყაროში“ („safety and security challenges in a globalized world“). წიგნი დაწერილია ინგლისურ ენაზე და მიმოიხილავს კაცობრიობის წინაშე არსებულ გამოწვევებს გლობალიზებულ სამყაროში: ეთნიკურ კონფლიქტებს და ომებს, ეკოლოგიურ პრობლემებს და გარემოს დეგრადაციას, ცივი ომის შემდგომ პერიოდში სახელმწიფოების წინაშე არსებულ მთავარ საფრთხეებს.
წიგნის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
წიგნის ელექტრონული ვერსია არის ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს წიგნში არსებულ ინფორმაციას.
მაგისტრანტებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სამაგისტრო კვლევის დაგეგმვის, ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მოთხოვნები და პრაქტიკული რეკომენდაციები განიხილ...
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...