შეხვდერა წმიდა ნინოს სახელობის სკოლის მოსწავლეებთან
ქართულმა უნივერსიტეტმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა2019 წლის 7 მარტს ქართულმა უნივერსიტეტმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ისინი შეხვდნე ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ჯიქიას და ბიზნესის კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ქისტაურს.
დეკანებმა დაინტერესებულ მოსწავლეებს სასურველ მიმართულებაზე არსებული სასწავლო პროგრამები გააცნეს. შეხვედრის შემდეგ მათ დაათვალიერეს ქართული უნივერსიტეტი.
დასასრულს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ უნივერსიტეტის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
