“შეიცან თავი შენი” - ნინო მაისურაძე
ქართული უნივერსიტეტის შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე და მაშინვე დავინტერესდი. უკვე 3 წელია, რაც ვსწავლობ... ჩემი აზრით, ეს უნივერიტეტი არის ადგილი, სადაც შეგიძლია შეიცნო საკუთარი თავი.
ქართული უნივერსიტეტის შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე და მაშინვე დავინტერესდი. უკვე 3 წელია, რაც ვსწავლობ ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის მიმართულებაზე.
ჩემი აზრით, ეს უნივერიტეტი არის ადგილი, სადაც შეგიძლია შეიცნო საკუთარი თავი. უკვე მესამე წელია უნივერსიტეტი მაფინანსებს, ანუ უფასოდ ვსწავლობ. შეიძლება ითქვას, დაფინანსება მაძლევს სტიმულს, რომ ვისწავლო მეტი მონდომებით და სრულყოფილად დავეუფლო ჩემს პროფესიას. ეს უნივერსიტეტი ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას. მიხარია, რომ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი მქვია.
თავიდანვე საინტერესოდ წარიმართა ჩემი სტუდენტური ცხოვრება, მაგრამ მეორე კურსი ჩემთვის უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან სტუდენტური თვითმმართველობის წევრი გავხდი. პარალელურად გავიარე ტრენერთა ტრენინგი, სადაც ვისწავლე აუდიტორიასთან მუშაობა, ტრენინგის დაგეგმვა და წარმართვა.
ამავე წელს ქართული უნივერსიტეტიდან პრაქტიკებზე გამიშვეს გერმანიაში, სადაც წელსაც მივდივარ. ვთვლი, რომ ეს ნაბიჯი არის ჩემს ცხოვრებაში დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. სწორედ ამ დროს შეგიძლია შეიცნო შენი თავი.
ნინო მაისურაძე
ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის მიმართულების სტუდენტი
მსგავსი სიახლეები
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
