დაიწყო შეხვედრების ციკლი „საუბრები ელჩებთან“
2019 წლის 12 დეკემბერს, გაიმართა შეხვედრა 1994-2002 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თედო ჯაფარიძესთან.2019 წლის 12 დეკემბერს, ქართულ უნივერსიტეტში რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, შეხვედრების ციკლ „საუბრები ელჩებთან“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა 1994-2002 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თედო ჯაფარიძესთან. შეხვედრას დაესწრნენ ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ბატონმა თედო ჯაფარიძემ ისაუბრა საკუთარი დიპლომატიური კარიერის მნიშვნელოვან და საკვანძო პერიოდებზე, ასევე დღესდღეობით არსებულ საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე. საჯარო ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის დასრულებისას, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა და უნივერსიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
