პროფესორ ვახტანგ მაისაიას საჯარო ლექცია "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები“
12 ნოემბერს, ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია.
12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები“. პროფესორი ვახტანგ მაისია შეეხო ჩვენი ქვეყნისათვის ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცა:
- ყარაბაღის კონფლიქტის პრეისტორია 2020 წლის სექტემბრამდე;
- 2020 წლის სექტემბრიდან 10 ნოემბრის შეთანხმებამდე განვითარებული საომარი მოქმედებები;
- 2020 წლის 10 ნოემბრის ცხრა პუნქტიანი შეთანხმება და შეთანხმების ბუნდოვანი ნაწილი;
- რუსეთ-თურქეთის ინტერესების თანხვედრა და თანამშრომლობა რეგიონში;
- სომხეთის სატრანზიტო ფუნქციის დაბრუნების შესაძლებლობები;
- 10 ნოემბრის შეთანხმების მნიშვნელობა საქართველოსთვის;
- ირანის გეოსტრატეგიული ინტერესი რეგიონში;
- აშშ სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს დაგეგმილი ვიზიტი საქართველოსა და თურქეთში.
დასასრულს პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ დასმულ კითხვებს უპასუხა.
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სანგუს ეწვია
5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პა...
06 ოქტომბერი 2026
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
22 სექტემბერი 2026
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
02 სექტემბერი 2026
