შეხვედრა საპატრიარქოს სკოლების წარმომადგენლებთან
ქართული უნივესიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საპატრიარქოს სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა2021 წლის 18 თებერვალს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ საგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
ქართული უნივერსიტეტი წლებია თანამშრომლობს აღნიშნულ სკოლებთან. შეხვედრის მიზანი, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება იყო.
ბატონმა რექტორმა შეხვედრაზე განიხილა ყველა ის კომპონენტი, რომელთა განხორციელება ქართული უნივერსიტეტისთვის სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან ერთად იქნება შესაძლებელი.
დასასრულს გაიმართა დისკუსია და გამოითქვა უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ორმხრივი მზაობის სურვილი.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
