საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში
2021 წლის 4 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში - ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე იაკობმა და უნივერსიტეტის რექტორმა - პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ უნივერსიტეტში უმასპინძლეს საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს - საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსს კრისტენ შვაიცერს და კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს.
შეხვედრაზე განიხილეს კიბერუსაფრთხოების ახალი ამერიკული საბაკალავრო პროგრამა, რომლის დანერგვასაც წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი უახლოეს ხანებში გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტთან ერთად.
უნივერსიტეტი მადლობას მოახსენებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს სტუმრობისა და გაწეული დახმარებისთვის.
მსგავსი სიახლეები
დაჩი მხეიძე სტუდენტური მობილობით ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფება
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს უნივერსიადა 2026-ის ფარგლებში გამართულ ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
