სემინარი თემაზე: "სიყვარული და ურთიერთობები, ნორმა და პათოლოგია"
ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრ იდილიას და ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი!
უნიკალური შესაძლებლობა ფსიქოლოგებისთვის, დაესწროთ ოტო კენბერგის სემინარს „სიყვარული და ურთიერთობები, ნორმა და პათოლოგია!
თქვენ შეგიძლიათ პირდაპირი ონლაინ ტრანსლაციით დაესწროთ:
- შემთხვევების განხილვას
- სუპერვიზიას
- მიიღოთ სერთიფიკატი ოტო კენბერგის ხელმოწერით
- მიიღოთ ვორქშოფის მასალები
ოტო კენბერგი, ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი და უამრავი თეორიული ნაშრომის ავტორია. მას მოიხსენიებენ ცოცხალ ლეგენდად. ოტო კენბერგი 90 წლის ასაკშიც აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის დარგში!
სემინარის მოსმენა შეუძლია ნებისმიერ მოქმედ ფსიქოლოგს. სემინარზე თითოეული მსმენელი მიიღებს თეორიულ ცოდნას, მიღებულ ინფორმაციას წარმატებით დანერგავთ პრაქტიკაში.
სემინარის დასაწყისი: 12 ნოემბერი, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი (I კორპ. IV სართული)
სემინარის დასასრული - 13 ნოემბერი
10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციის ღირებულება გახლავთ 85$
11 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე რეგისტრაციის ღირებულება გახლავთ - 100$
ტრანსლაცია - რუსულ და ინგლისურ ენებზე.
შესვენებისას, სემინარის თითოეულ მონაწილეს ყავით და ჩაით უმასპინძლებს უნივერსიტეტის კაფე, სადაც სასიამოვნო გარემო გელით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 19 50 67
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა ონლაინ: https://goo.gl/mj3N3g
ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრ "იდილიას" საჩუქარი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს!
ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების პროგრამის 10 გამორჩეულ მაგისტრანტს (მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტები) ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ ქართული უნივერსიტეტისა და ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრ “იდილიას’” ერთობლივი პროექტში და უფასოდ დაესწრონ ცნობილი ფსიქოლოგის, ოტო კენბერგის ონლაინ სემინარს თემაზე - " სიყვარული და ურთიერთობები, ნორმა და პათოლოგია”.
ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების პროგრამის დანარჩენმა მაგისტრანტებმა, სემინარზე დასასწრებად შესაძლებელია ისარგებლონ 50%-იანი ფასდაკლებით, ხოლო ფსიქოლოგიის სკოლის სხვა სტუდენტებმა 20%-იანი ფასდაკლებით.
სემინარის დღის წესრიგი:
12 ნოემბერი, ორშაბათი:
- 10.00 - 11.55 რეგისტრაცია
- 12.00 - 13.30 მისალმება, ლექცია
- 13.30 - 14.00 შესვენება
- 14.00 - 15.30 ლექცია
- 15.30 - 17.00 სადილი
- 17.00 - 18.00 სუპერვიზია
- 18.00 - 18.30 კითხვა/პასუხი
- 18.30 - 18.45 ხანმოკლე შესვენება
- 18.45 - 19.45 სუპერვიზია
- 19.45 - 20.00 კითხვა/პასუხი
13 ნოემბერი, სამშაბათი:
- 11.00 - 12.30 ლექცია
- 12.30 - 13.00 შესვენება
- 13.00 - 14.30 ლექცია
- 14.30 - 16.00 სადილი
- 16.00 - 17.00 სუპერვიზია
- 17.00 - 17.30 კითხვა/პასუხი
- 17.30 - 17.45 ხანმოკლე შესვენება
- 17.45 - 18.45 სუპერვიზია
- 18.45 - 19.00 კითხვა/პასუხი
მსგავსი სიახლეები
გამოქვეყნდა Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო
Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ცხადდება ვაკანსია საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი.
