ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ფსიქოლოგიის მიმართულებით
22 თებერვალი 2019
ცხადდება ღია კონკურსი:
ასისტენტის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ფსიქოლოგიის მიმართულებით (აფილირების პირობით).
კონკურსის
ცხადდება ღია კონკურსი:
ასისტენტის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ფსიქოლოგიის მიმართულებით (აფილირების პირობით).
კონკურსის გამოცხადების და ჩატარების ვადები:
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2019 წლის 26 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით
მისამართზე ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-17:00 სთ.
კონკურსი ტარდება (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2019 წლის 28 მარტიდან 04 აპრილის ჩათვლით.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 05 აპრილისა.
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორანტი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.
დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებით გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესის ადმინისტრირებაში;
საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება;
ინგლისური და გერმანული ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
ინგლისურ და გერმანულ ენებზე ლექციების წაკითხვის შესაძლებლობა;
უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში.
ასისტენტის აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები ფსიქოლოგიის მიმართულებით:
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 2 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 2 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
პრაქტიკული გამოცდილება ფსიქოკონსულტირებაში;
საერთაშორისო პროფესიულ სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
არსებობის შემთხვევაში ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით) და სასწავლო მასალები:
შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული, ცნობა დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლის შესახებ;
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დამატებითი (სპეციფიური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...