12 მაისი - ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე
06 მაისი 2019
2019 წლის 10 მაისს, 14:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა
2019 წლის 10 მაისს, 14:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი.
სხდომის გახსნა:
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)
მისალმებები:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა
მოხსენებები (რეგლამენტი - 10 წთ.):
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე) - “საქართველოს ზეციური მფარველნი და მათი ღვაწლის მნიშვნელობა”
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი - „საქართველო საკაცობრიო მნიშვნელობის კულტურის შემოქმედი“
თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია - “დღესასწაული - ღმრთით გარდამოვლენილი მადლის, კურთხევის, განახლება”
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ზურაბ პაპასკირი - „საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 2000 წელი“
მონაწილეობს ანსამბლი “სახიობა”, ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...