ცხადდება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე მობილობა დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის/აბიტურიენტებისთვის
14 თებერვალი 2020
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამარ
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში
სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - 5 ადგილი (სწავლის წლიური საფასური - 2450 ლარი);
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე - 60 ადგილი (სწავლის წლიური საფასური - 2250 ლარი);
ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - 15 ადგილი (სწავლის წლიური საფასური - 2250 ლარი).
მობილობით გადმოსულ ყველა სტუდენტს, უნივერსიტეტის რეგულაციებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით:
სახელმწიფო სასწავლო გრანტის არმქონე პირს დაუფინანსდება სწავლის წლიური საფასურის 20% (სწავლის წლიური გადასახადი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე განესაზღვრებათ 1800 ლარის ოდენობით, ხოლო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 1960 ლარის ოდენობით;
50%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტი მიიღებს 20%-ან საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას და სწავლის წლიური გადასახადი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე განესაზღვრებათ 675 ლარის ოდენობით, ხოლო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 705 ლარის ოდენობით;
70%-ნი სახელწიფო გრანტის მქონე სტუდენტი მიიღებს საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას დარჩენილი 30%-ის ოდენობით და სწავლის წლიური გადასახადი მათ ყველა პროგრამაზე დაუფინანსდებათ სრულად,
100%-ნი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს მიეცემა სტიპენდია 125 ლარის ოდენობით
სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს სთავაზობს სწავლის სემესტრული/წლიური საფასურის გადახდის ეტაპობრივი გადახდის პირობებს.
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2020 წლის 24 თებერვალი - 4 მარტი;
კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2020 წლის 25 თებერვალი - 5 მარტი;
სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2020 წლის 26 თებერვალი - 6 მარტი;
დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2020 წლის 9 მარტი;
მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - 2020 წლის 10 მარტი.
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...