13-17 მარტს, თბილისი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს.
თბილისის საკრებულოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში პირველ შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური.
ღონისძიების ფარგლებში, მარეგულირებელმა უწყებებმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღებულ შედეგებზე ისაუბრეს.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის სექტორში საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, პირველი ფართომასშტაბიანი საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამა „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ განახორციელა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდნენ.