19 ივნისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო გაჩეჩილაძემ, სამეცნიერო კვლევების დაფინანსების ადგილობრივი და საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელიც სპეციალურად SANGU-ს აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „Horizon Europe“-ის საგრანტო კონკურსები განიხილეს, უფრო დეტალურად კი ის პროექტები, რომელიც უნივერსიტეტისთვის ამ ეტაპზეა პრიორიტეტული.
საინფორმაციო შეხვედრას SANGU-ს საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.