სტიპენდიატთა სამეცნიერო კონფერენცია
2022 წლის 6 ივნისს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიატთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
2022 წლის 6 ივნისს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიატთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის 4 კურსის სტუდენტი ანა ვაშაკიძე – ფსიქოტრავმა, როგორც პიროვნული ზრდის საფუძველი“ (ხელმძღვანელი - მოწვეული სპეციალისტი ზურაბ ვახანია); ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის 3 კურსის სტუდენტი საბა კუკავა – „ინტერნეტის როლი თანამედროვე ბიზნესში“; სოლოღაშვილი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის 2 კურსის სტუდენტი მერცია სოლოღაშვილი – „ნარჩენების გადამუშავების პრობლემები საქართველოში“ (ხელმძღვანელი - პროფესორი ნინო დამენია).
კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს - SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა და დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დამენია.
დასასრულს კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და SANGU-ს ბრენდირებული საჩუქრები.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
