კონფიდენციალურობა
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი არის დემოკრატიის პრინციპზე დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვა.
საინდენტიფიკაციო კოდი 205233022
მისამართი - თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი 53ა, 0179; საიტის მისამართი www.sangu.edu.ge
დოკუმენტის მიზანი
წინამდებარე დოკუმენტით, გიზიარებთ ინფორმაციას იმ პრინციპის შესახებ, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას. აგრეთვე მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს აგროვებს უნივერსიტეტი თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება, ასევე, გიზიარებთ ინფორმაციას თქვენი უფლებების შესახებ.
მონაცემთა დამუშავების მიზანი
უნივერსიტეტი თქვენს მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით და საფუძვლებით.
ვინ არიან ამ დოკუმენტის ადრესატები?
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, აკადემიური, მოწვეული და დამხმარე პერსონალი, სტუდენტები, (არასრულწლოვანი სტუდენტების კანონიერი წარმომადგენლები) კურსდამთავრებულები. ასევე, ის სუბიექტები, რომლებიც მონაწილეობენ უნივერსიტეტის ღონისძიებებში/ ტრენინგებში/პროექტებში.
მონაცემები რომლებსაც ვამუშავებთ თქვენს შესახებ
თქვენს შესახებ ვამუშავებთ მაიდენტიფიცირებელ, საკონტაქტო, განათლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, პროფესიულ და შრომით მონაცემებს და სხვა მონაცემებს, რომელთა დამუშავებაც აუცილებელია უნივერსიტეტის მიერ კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისთვის.
(მითითებული მონაცემების სუბიექტებს შესაძლოა წარმოადგენდნენ არასრულწლოვანები. არასრულწლოვანის პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. )
რა საფუძვლებით ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს ?
- თქვენს მიერ გაცემული თანხმობა მონაცემთა დამუშავების შესახებ;
- თქვენთვის მომსახურების გასაწევად, მათ შორის განცხადების განსახილველად მონაცემთა დამუშავება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- თქვენთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ან ხელშეკრულების დადება;
- უნივერსიტეტის ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა;
- მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა;
ვიდეომონიტორინგის განხორციელების მიზანია დანაშაულის თავიდან აცილება, მისი გამოვლენა, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლების დაცვა, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
რომელი წყაროების მეშვეობით ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
- მომსახურების გაწევის მიზნით თქვენი მომართვა;(სატელეფონო/ელექტრონული/ადგილზე ვიზიტი)
- უნივერსიტეტის დისტანციური არხებით სარგებლობა;
- მონაცემთა სუბიექტისგან;
- საჯარო წყაროებიდან და მესამე პირებისგან (სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და თქვენი თანხმობის შემთხვევაში) ინფორმაციის მიღება. ასეთად ჩაითვლება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სიპები.)
მონაცემთა გაზიარება მესამე პირებისთვის
კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, თქვენი მონაცემები შეიძლება გავუზიაროთ: კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოებს და მესამე პირებს (თქვენი თანხმობის შემთხვევაში.)
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ თქვენ სწავლობთ ისეთ პროგრამაზე რომელშიც ჩართულია უცხო სახელმწიფოში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულება, უნივერსიტეტი უფლებამოსილია შესაბამისი პროცედურების დაცვით, საგანმანათლებლო მიზნებით გადასცეს მონაცემები.
თქვენი უფლებები
- მოითხოვოთ ინფორმაცია თუ რა მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ, დამუშავების საფუძვლის, მიზნისა და შენახვის ვადების მითითებით;
- მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- მიიღოთ თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
- მოითხოვოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებული პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვა (არსებობის შემთხვევაში);
- თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თანხმობის გამოთხოვა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას და წავშლით/გავანადგურებთ მონაცემებს, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი;
- თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში თუ: ა) მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ; ბ) მოითხოვთ მონაცემების დაბლოკვას თუ სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე; გ) გამოითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება; დ)მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ არ გსურთ მათი წაშლა და ითხოვთ მხოლოდ მონაცემების დაბლოკვას; ე)მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენს ისინი გჭირდებათ სამართალწარმოებისთვის; ვ) მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების განხილვა მიმდინარეობს; ზ)არსებობს მონაცემების მტკიცებულების სახით გამოყენების მიზნით შენახვის საჭიროება.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი უფლებები დაირღვევა შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.
რა შემთხვევაში ხდება თქვენი უფლებების შეზღუდვა ?
შესაძლოა თქვენი უფლებები შეიზღუდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამით არ დაირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
- სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
- დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას;
- ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
- მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
- მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
- სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
- სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
უნივერსიტეტის მიერ მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
მონაცემთა შენახვის ვადები
თქვენს მონაცემებს ვინახავთ: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად ბ)იმ ვადით რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად.
უსაფრთხოების ზომები
უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისთვის. მათ შორის თქვენი მონაცემების დაცვას არაავტორიზებული ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, მოდიფიკაციისგან, დაბლოკვის, კოპირების, გავრცელებისგან, ასევე მესამე მხარის სხვა უკანონო ქმედებებისგან. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების მუდმივ განახლებას და შემოწმებას.
თქვენი ვალდებულებები
მონაცემთა დამუშავების პროცესში აუცილებელია, რომ თქვენი მონაცემები იყოს ზუსტი. შესაბამისად, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის ან სხვა მონაცემის ცვლილების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ ამის შესახებ ინფორმაცია.
კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება
აღნიშნული დოკუმენტი პერიოდულად განახლებადია უნივერსიტეტის მიერ, ცვლილებები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
როგორ დაგვიკავშირდეთ?
თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ info@sangu.edu.ge ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ქეთევან ხურცილავას, pdpo@sangu.edu.ge
