მენიუ

საერთაშორისო პროექტები

USAID განათლება მომავლისათვის (2024-2028)
USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესება და ინკლუზიურობის უზრუნველყოფა. პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას მასწავლებლის მომზადების და განათლების მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის ამაღლების, საგანმანათლებლო ლიდერების შესაძლებლობების განვითარებისა და სკოლის ავტონომიის განმტკიცების მიმართულებით.

USAID განათლება მომავლისთვის ფარგლებში, კომპანია „Chemonics International“-ი და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ASU) მჭიდროდ ითანამშრომლებენ საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებთან, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების მეცნიერებების პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი დაეხმარება უნივერსიტეტებს სასწავლო კურსების გაუმჯობესებასა და შემუშავებაში, აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებაში, თანამედროვე ლიტერატურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვაში.
პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ;

მხარდამჭერები და პარტნიორები: არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ); მსოფლიო სკოლების ქსელი (აშშ); Chemonics International; საქართველოს უნივერსიტეტი.


"უნივერსიტეტის როლი მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებაში სასკოლო ქსელების გზით" (2023 -2025)

პროექტის მიზანია საერთო სასკოლო მიდგომის დანერგვის გზით, უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობით, პარტნიორ სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერება. მოქალაქეობისა და დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშესაწყობად მხარეები, ამერიკულ აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასკოლო ქსელის გაძლიერებაზე იმუშავებენ. პარტნიორ სკოლათა ჩართვა ერთიან სასკოლო ქსელში ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოებისა და მომავალი მასწავლებლებისთვის ასევე მომზადდება მოქალაქეობისა და დემოკრატიული კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო და სატრენინგო პროგრამები, გზამკვლევები და საჭირო რესურსები.

პროექტი დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ორგანიზაცია PH International-ის მიერ გამოცხადებულ სამოქალაქო განათლების საგრანტო კონკურსის ფარგლებში და მხარდაჭერილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.

 

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა