მენიუ

საპროექტო იდეის წარდგენა

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი მიესალმება და ხელს უწყობს მისი პროფესორების, სამეცნიერო პერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების მიერ საპროექტო იდეებისა და ინიციატივების განხორციელებას. უნივერსიტეტის სახელით ადგილობრივ და საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღება და პროექტის ინიციირება შეუძლია წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ნებისმიერ თანამშრომელს, პროფესორს, სამეცნიერო და მოწვეულ პერსონალსა და სტუდენტს.

ამ მიზნით უნივერსიტეტში მოქმედებს სარეკომენდაციო ხასიათის ხელშემწყობი პროცედურები, რომლებიც უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით მიმართულია საორგანიზაციო და მხარდამჭერი მექანიზმების, ასევე ადამიანური და ფინანსური რესურსების მიზნობრივი განაწილების უზრუნველსაყოფად:

  • საპროექტო განაცხადის მომზადების მსურველმა პირმა უნდა შეავსოს საპროექტო იდეის წარდგენის ფორმა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ივსება;
  • ფორმის წარდგენა უნდა მოხდეს გონივრულ ვადებში (კონკურსის დასრულებამდე არაუგვიანეს 15 დღისა);
  • კონკურსის პირობებისა და პროცედურების, ასევე სააპლიკაციო ფორმისა და ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროება და სახე მითითებული უნდა იყოს იმავე ფორმაში;
  • სტუდენტების მხრიდან საკონკურსო განაცხადის ინიციირება შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამისი სკოლის დეკანატთან და საგრანტო კონკურსის სპეციფიკის გათვალისწინებით, დასახელებული უნდა იყოს პროექტზე პასუხისმგებელი უნივერსიტეტის თანამშრომელი.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: iro@sangu.edu.ge

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა