მენიუ

ცხადდება ღია კონკურსი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით

ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის 2 აკადემიურ თანამდებობაზე და ასისტენტ-პროფესორის 1 აკადემიურ თანამდებობაზე

ქართული ფილოლოგიის მიმართულებით აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის 2 აკადემიურ თანამდებობაზე და ასისტენტ-პროფესორის 1 აკადემიურ თანამდებობაზე. 

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2022  წლის 14, 15 და 16 სექტემბერი,  მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: 2022 წლის 19 სექტემბრიდან. შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 28 სექტემბრისა.

  1. ასოცირებული პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  2. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისათვის - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი


თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

  1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  4. ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა. ხოლო ასისტენტ-პროფესორის შემთხვევაში სამოტივაციო წერილი.
  5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
  7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.


პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:

  1. უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  2. უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  3. სასურველია, შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  4. უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  5. უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული აკადემიური თანამდებობისათვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც:

აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული სამი პირობიდან:

  1. აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  2. აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  3. აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

აკმაყოფილებს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  2. ავტობიოგრაფია -CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
  7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  9. შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  13. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
  14. ინგლისური ენის  ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
  15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;


მიმაგრებული დოკუმენტები:

გააზიარე

შეთავაზება SANGU-ს კურსდამთავრებულებს

თუ საბაკალავრო საფეხური SANGU-ში დაამთავრე და ახლა სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავ სწავლის გაგრძელებას, ეს შეთავაზება შენთვისაა
Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა