მენიუ

SANGU-ს პროფესორი, საქართველოს მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი იზა გიგაური ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი იზა გიგაური ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის პროგრამა” გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD) თანამშრომლობით განხორციელდა.
პროგრამის მიზანი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, ევროპის კვლევით სივრცეში ქართველ მკვლევართა ინტეგრაცია და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ისტორიის, მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების წარმოჩენაა.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში SANGU-ს ასოცირებული პროფესორი იზა გიგაური იტალიის სალერნოს უნივერსიტეტში ჭკვიანი შეფუთვის საკითხების კვლევაზე სამუშაოდ გაემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ მობილობის საგრანტო კონკურსში 119 კონკურსანტი მონაწილეობდა, რომელთაგან 50-მა გაიმარჯვა. პროექტებისა და კონკურსანტების შეფასება ევროპის კვლევითი აღმასრულებელი სააგენტოს (EREA - European Research Executive Agency) მონაცემთა ბაზიდან შერჩეულმა ექსპერტებმა განახორციელეს.

ვულოცავთ იზა გიგაურს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა