მენიუ

"ქართული თვითმყოფადობა"

კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - "ქართული თვითმყოფადობა".

კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობისთვის ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპების შეხსენებას და გაცნობიერებას, რომელთაც განსაზღვრეს ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა, 7 ივნისს გაიხსნება.

იმისთვის რომ, მართებულად განხორციელდეს თანამედროვე მსოფლიოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია, პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ ღირებულებებსა და თვითმყოფადობას. კერძო და საჯარო სექტორის მიერ მხოლოდ თანამედროვე ღირებულებების გაცნობიერება და მისი ცხოვრებაში დანერგვა იწვევს ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაშორებას და მასზე დაფუძნებული ცხოვრების წესის გაქრობას. ათეისტური ძალადობის შედეგად შერყეული სულიერების მქონე ერისათვის გლობალიზაციის პირობებში პრობლემურია ფსევდო-ღირებულებების გარჩევა ჭეშმარიტისაგან, რაც იწვევს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ღირებულებების აღრევას, პოლარიზაციას და კონფლიქტს. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ეროვნული ღირებულებების დაცვა დღეს ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით და საპატრიარქოს მხარდაჭერით შემუშავდა სამწლიანი (2024-2026) კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა ,,ქართული თვითმყოფადობა“. პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობას შეახსენოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა.
ამ შეხვედრებზე დისტანციურად დასწრების საშუალება მიეცემა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს და წარმოშობით ქართველს. (კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის კულმინაცია იქნება 2026 წელი - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნა.)

კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა თბილისში გაიხსნება ლექციით თემაზე "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“. ლექციას წაიკითხავს აკად. ავთანდილ არაბული 7 ივნისს, 19:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა