28 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სპეციალური მასწავლებლის როლი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფში“, რომელსაც უძღვებოდა ნათია ნიაური, SANGU-ს სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი.
ტრენინგზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა:
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს „სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიო“, „ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია და ინტერვენცია“, მეგობართა წრე - ეფექტური ინტერვენცია სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად“ ტრენინგები გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათი პროფესიული განვითარებისაკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
SANGU განაგრძობს ინკლუზიური განათლების მხარდაჭერას და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტრენინგებს სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის.