19 დეკემბერს, 16:00 საათზე, SANGU-ში, სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, გაიმართა "მაკლეინის ასოციაციის" (MAC Georgia) ორგანიზებული ლექცია, რომელიც დაეთმო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ეფექტიანი სწავლების სტრატეგიებისა და ხერხების განხილვას. მოწვეული სპიკერები: თეონა დარჩია და სოფო ნადირაძე.
SANGU განაგრძობს ინკლუზიური განათლების მხარდაჭერას და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საჯარო ლექციებს და ტრენინგებს სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის.