2025 წლის 27 მაისს, წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, უმასპინძლა Tech დასაქმებისა და კარიერის ფორუმს – ღონისძიებას, რომელმაც ერთ სივრცეში მოუყარა თავი ტექნოლოგიურ კომპანიებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ფორუმი მიზნად ისახავდა მონაწილეთა დაკავშირებას შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ პრაქტიკულ შესაძლებლობებთან.
ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც დამსაქმებლების, ისე ახალგაზრდების მხრიდან. ფორუმში მონაწილეობა მიიღო როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომლებიც აქტიურად ეძებენ ახალ კადრებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
ფორუმის ფარგლებში რამდენიმე სტუდენტი უკვე დასაქმდა, ბევრმა კი მიიღო პერსპექტიული შეთავაზება და სტაჟირების რეალური შესაძლებლობა. დასაქმებისა და პროფესიული განვითარების რეალურ შედეგებთან ერთად, ღონისძიებამ ხელი შეუწყო სტუდენტებისა და დამსაქმებლების უშუალო დიალოგს.
ღონისძიების დასასრულს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სანგუსა და საერთაშორისო აუთსთაფინგ კომპანია „Webiz International“ შორის. თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაძლიერებას, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას.
Tech ფორუმმა დაამტკიცა SANGU-ს მზარდი როლი არა მხოლოდ აკადემიურ სივრცეში, არამედ განათლებისა და ტექნოლოგიური სექტორის მჭიდრო ინტეგრაციაში. ღონისძიება იყო პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის, დასაქმების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობების გაძლიერების მნიშვნელოვანი პლატფორმა.