მენიუ

ანალიტიკური დისპუტი "ქარაგმა: ერ-ეკლესია"

SANGU-ს ბიბლიოთეკა და სტუდია "SANGU-ს სტუმარი" 23 ივნისს, 18:00 საათზე, მართავს ანალიტიკურ დისპუტს "ქარაგმა: ერ-ეკლესია"

SANGU-ს ბიბლიოთეკა და სტუდია "SANGU-ს სტუმარი", პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ანახლებს სტუდენტების პირისპირ შეხვედრებს საზოგადოებისთვის უკვე ცნობილ და ჯერ კიდევ უცნობ მოაზროვნეებთან, სულიერი სიტუაციის ანალიზისათვის მნიშვნელოვანი მხატვრული და თეორიული ტექსტების ავტორებთან.

ხუთშაბათს, 23 ივნისს, 18:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, ლიტერატორები, საერთაშორისო ურთიერთობათა ანალიტიკოსები შეეცდებიან ისტორიულ ტექსტში, ერეკლე II-ის ბეჭდის ტაეპში „მე ფერხთ განბანილთა მიერ ეკლესია ვადიდე“ მოცემული მეფის სახელის ქარაგმა /“ხელრთვა“/: „ერ-ეკლესია“, გაშიფრონ თანამედროვე კონტექსტში.

დასწრება თავისუფალია.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა