ბიბლიოთეკა » ქართული უნივერსიტეტი
ბიბლიოთეკა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის  საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ წამყვან სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც საკუთარი საბიბლიოთეკო რესურსების მაქსიმალური გამოყენებით უზრუნველყოფს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს. თანამედროვე ბიბლიოთეკა ამავე დროს წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და  სამეცნიერო- ინფორმაციულ  ცენტრს, ამ მიზნებისთვის იყენებს რა  ინფორმაციის თანამედროვე საშუალებებს. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მთავარ ამოცანას შეადგენს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საინფორმაციო და  ბიბლიოგრაფიული მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება, საბიბლიოთეკო ფონდების შევსება უნივერსიტეტისათვის მაპროფილებელი სახელმძღვანელოებითა და  სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურით, ასევე ბიბლიოთეკის ინტეგრაცია აღმოსავლურ-ევროპული ქრისტიანული კულტურის საბიბლიოთეკო ქსელში.

სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაარსდა 2009 წლის 1 სექტემბერს. ბიბლიოთეკას აქვს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი  წიგნთსაცავი და სამკითხველო დარბაზი. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოიცავს რამდენიმე ათასამდე საბიბლიოთეკო ერთეულს, რომელიც სისტემატურად მდიდრდება უნივერსიტეტის მიერ შეძენილი ახალი წიგნებით.  ბიბლიოთეკის ფონდი, როგორც ბეჭდური , ისე ელექტრონული, შეესაბამება სილაბუსებში მითითებულ ლიტერატურას. ლიტერატურის ძირითადი ნაწილი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა.

წიგნადი ფონდი მოიცავს: უნივერსიტეტის მიერ შეძენილ წიგნებს (თეოლოგიური და სამეცნიერო ლიტერატურა. აღსანიშნავია: „მართლმადიდებლობის ენციკლოპედიის“ ოცდაორტომეული, ბოლოტოვისა და ტილბერგის „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“(ტომებში); ხატწერის  საილუსტრაციო ალბომები, ასევე საპატრიარქოს მიერ ნაჩუქარი ნიუ-იორკის Nova Sciense publishers-ის სამეცნიერო პუბლიკაციების სერიული გამოცემები სოციოლოგიასა და ეკონომიკაში, მედიცინის, ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში) კერძო პირთა მიერ ნაჩუქარ წიგნებს(ანდრია აფაქიძის,ჰ.მელაძის, ნ.ალექსიძის, თ. ჯალაღონიას,ა. ხელაშვილის, რ. მეტრეველის, ვ.სილოგავას, ვ.გურულის, გ. ალიბეგაშვილის, ენების ცენტრიდან ო. მათეშვილისა და სხვათა კოლექციები).

მიმდინარე   პროცესები:

  • სტუდენტთა, აკადემიურ პესონალთა მომსახურება საბიბლიოთეკო დოკუმენტებითა და საჭირო ლიტერატურით. 
  • ელექტრონულ კატალოგზე მუშაობა
  • აკადემიური პერსონალის კონსულტაცია,  სათანადო ლიტერატურის მოძიება   და მომსახურება.

სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი: თ. კანტროშვილი

ბიბლიოთეკარები: ხ. კობეშავიძე, ა. კვირკველია, ნ. სადღობელაშვილი

საკონტაქტო ტელეფონი: 225 82 40

ბიბლიოთეკით   სარგებლობის    წესები

  1. ბიბლიოთეკით სარგებლობა  ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია  ყველა დაინტერესებული  პირისთვის.  ბიბლიოთეკა მკითხველისათვის ღიაა     ორშაბათიდან      პარასკევის    ჩათვლით,  9  სთ-დან   18 სთ-მდე.
  2. ბიბლიოთეკის  მკითხველის    რეგისტრაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი   მოწმობის წარდგენა;
  3. ბიბლიოთეკაში  მომსახურება  უფასოა,   ბიბლიოთეკაში  მკითხველის ფონდებთან დაშვება თავისუფალია.
  4. ბიბლიოთეკა ვალდებულია: ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს  მკითხველთა მოთხოვნა; ბ) უზრუნველყოს საბიბლიოთეკო  დოკუმენტების ორგანიზება;
  5. ბიბლიოთეკის  მკითხველი უფლებამოსილია: ა) მიიღოს ბიბლიოთეკაში დაცული   საბიბლიოთეკო დოკუმენტები ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების  შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს საბიბლიოთეკო  დოკუმენტების ორგანიზება; გ) ისარგებლოს   ბიბლიოთეკაში არსებული  კომპიუტერით, ქსეროქსისა და სკანერის აპარატით.

მკითხველი ვალდებულია:

  • გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;
  • აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში დადგენილი   წესით  აანაზღაუროს მიყენებული ზარალი (”საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად).
ნავიგაცია
კალენდარი
ბანერები