სტუდენტთა საყურადღებოდ!
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2021 წლის 15 მარტიდან სააუდიტორიო მუშაობის ფარგლებში გათვალიწინებული მეცადინეობები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით წარიმართება შემდეგი ფორმით:
- პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ჰიბრიდული - სააუდიტორიო და დისტანციური ფორმით.
- მესამე და ზედა სემესტრის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი გაგრძელდება დისტანციურად.
მაგისტრატურის სტუდენტებისთვისა და მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის მსმენელებისთვის სასწავლო პროცესი გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მზაობა ან განსხვავებული დამოკიდებულება 15 მარტიდან სწავლის სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერით (არა უმს-ით). განცხადების დასაწერად შეგიძლიათ მობრძანდეთ უნივერსიტეტის I კორპუსში, #103-ე ოთახში, ან მოიტანოთ უკვე დაწერილი განცხადება და ჩააბაროთ #104-ე ოთახში.
აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ 14 მარტი გახლავთ დასვენების დღე, ხოლო შაბათს, 13 მარტს, უნივესიტეტის #103-ე ოთახი იმუშავებს 10:30 დან 14:00 საათამდე.
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
