სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
2022 წლის 28 იანვარს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
2022 წლის 28 იანვარს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები სერტიფიკატებით და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერმა ინგა ნაფეტვარიძემ.
კონკურსის თემატიკა იყო:
- უმაღლესი განათლების გავლენა ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე;
- ვირტუალური რეალობისა (Virtual Reality, VR) და გაძლიერებული (Augmented Reality, AR) რეალობის როლი განათლებაში;
- სტუდენტების როლი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსანტებს შორის საუკეთესოდ დასახელდნენ და ფულადი ჯილდო გადაეცათ: სამართლის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტს, ბარბარე ახვლედიანს (I ადგილი) - 1000 ლარი: ფილოლოგიის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტს, მარიამ ბახტაძეს (II ადგილი) - 700 ლარი: კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტს, ლამია მირზაევას (III ადგილი) - 500 ლარი.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
