სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
28 იანვარი 2022
2022 წლის 28 იანვარს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
2022 წლის 28 იანვარს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები სერტიფიკატებით და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერმა ინგა ნაფეტვარიძემ. კონკურსის თემატიკა იყო:
უმაღლესი განათლების გავლენა ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე;
ვირტუალური რეალობისა (Virtual Reality, VR) და გაძლიერებული (Augmented Reality, AR) რეალობის როლი განათლებაში;
სტუდენტების როლი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსანტებს შორის საუკეთესოდ დასახელდნენ და ფულადი ჯილდო გადაეცათ: სამართლის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტს, ბარბარე ახვლედიანს (I ადგილი) - 1000 ლარი: ფილოლოგიის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტს, მარიამ ბახტაძეს (II ადგილი) - 700 ლარი: კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტს, ლამია მირზაევას (III ადგილი) - 500 ლარი.
მაგისტრანტებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სამაგისტრო კვლევის დაგეგმვის, ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მოთხოვნები და პრაქტიკული რეკომენდაციები განიხილ...
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...