ლიდერთა როლი გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში
12 დეკემბერს, 12:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ზურაბ ფოჩხუა ჩაატარებს მასტერკლასს "ლიდერთა როლი გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში".
12 დეკემბერს, 12:00 საათზე, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (დოქტორი), საჰაერო უნივერსიტეტის ომის კოლეჯის (მონტგომერი, ალაბამა, აშშ) კურსდამთავრებული ზურაბ ფოჩხუა ჩაატარებს მასტერკლასს "ლიდერთა როლი გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში".
მასტერკლასის ფარგლებში განხილული იქნება:
- ლიდერთა როლი გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში;
- ლიდერის ფორმირების მნიშვნელოვანი ფაქტორები;
- 21-ე საუკუნის დასაწყისიდან აშშ-ის მიერ წარმოებული საომარი ოპერაციების ობიექტური და სუბიექტური პირობები;
- ავღანეთის ოპერაცია (Freedom's Sentinel) ;
- ოპერაცია “Iraqi Freedom” ;
- 21-ე საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის მიერ წარმოებული საომარი ოპერაციების სუბიექტური და ობიექტური პირობები.
მასტერკლასი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოეწყობა ვორქშოფი. სტუდენტებს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასში გადაეცემათ სერტიფიკატები.
მასტერკლასზე დასასწრებად სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაციის გავლა: https://forms.gle/ng6vxfft2qTwGW7M9
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
09 ნოემბერი 2026
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
09 ნოემბერი 2026
შენი პროფესიული ბრენდი: როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ
5 ნოემბერს სტუდენტები პროფესიული ბრენდის შექმნისა და კარიერული პოზიციონირების პრაქტიკულ გზებს გაეცნობიან.
02 ნოემბერი 2026
