საჯარო ლექცია თემაზე: "როგორ ფორმირდება პიროვნული ხასიათი და მისი ცვლილების შესაძლებლობები"
01 აპრილი 2024
ლექცია SANGU-ს პროფესორებმა - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა და ფსიქოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა წარმართეს
28 მარტს, სტუდენტებისთვის და თემით დაინტერესებული პირებისთვის SANGU-ს პროფესორებმა - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა და ფსიქოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე: "როგორ ფორმირდება პიროვნული ხასიათი და მისი ცვლილების შესაძლებლობები".
მომხსენებლებმა წარმოაჩინეს ადამიანის ხასიათი, განიხილეს რა გარემო პირობები მოქმედებს მის ჩამოყალიბებაზე, პრაქტიკული მაგალითებით დაანახეს მსმენელს, რომ მონდომების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია ხასიათის იმ მახასიათებლების ცვლილება, რომლებიც ადამიანებს საკუთარ თავში არ მოსწონთ.
SANGU-ს პროფესორებმა ლექციის დასასრულს უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...