სტუდენტური დღეების 2025-ის ფარგლებში წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა ჭადრაკის შიდა ტურნირი.
სტუდენტური დღეების 2025-ის ფარგლებში წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა ჭადრაკის შიდა ტურნირი. ღონისძიება ორგანიზებული იყო SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ და მასში აქტიურად ჩაერთნენ უნივერსიტეტის სტუდენტები.
ტურნირი მეგობრულ გარემოში წარიმართა. მონაწილეებმა გამოავლინეს დიდი ინტერესი და გამორჩეული სათამაშო სტრატეგიები. გრძელვადიანი პარტიების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ბიჭებს შორის გამარჯვებულები გახდნენ:
პირველი ადგილი – გიორგი მაშანეიშვილი
მეორე ადგილი – გიორგი ტურაშვილი
მესამე ადგილი – ლუკა ქარდავა
გოგონებს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენეს:
პირველი ადგილი – ხატია წიკლაური
მეორე ადგილი – ქეთი მუკბანიანი
უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ ტურნირებში!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...