SANGU-ს ჭადრაკის შიდა ტურნირი
სტუდენტური დღეების 2025-ის ფარგლებში წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა ჭადრაკის შიდა ტურნირი.
სტუდენტური დღეების 2025-ის ფარგლებში წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა ჭადრაკის შიდა ტურნირი. ღონისძიება ორგანიზებული იყო SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ და მასში აქტიურად ჩაერთნენ უნივერსიტეტის სტუდენტები.
ტურნირი მეგობრულ გარემოში წარიმართა. მონაწილეებმა გამოავლინეს დიდი ინტერესი და გამორჩეული სათამაშო სტრატეგიები. გრძელვადიანი პარტიების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ბიჭებს შორის გამარჯვებულები გახდნენ:
- პირველი ადგილი – გიორგი მაშანეიშვილი
- მეორე ადგილი – გიორგი ტურაშვილი
- მესამე ადგილი – ლუკა ქარდავა
გოგონებს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენეს:
- პირველი ადგილი – ხატია წიკლაური
- მეორე ადგილი – ქეთი მუკბანიანი
უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ ტურნირებში!
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
22 სექტემბერი 2026
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
02 სექტემბერი 2026
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
29 ივნისი 2026
